იაპონიის თავდაცვის მინისტრი - სირიის მთავრობის წინააღმდეგ აშშ-ის ავიაიერიში​ დიქტატორული რეჟიმებისთვის გამაფრთხილებელი იყო
იაპონიის თავდაცვის მინისტრი - სირიის მთავრობის წინააღმდეგ აშშ-ის ავიაიერიში​ დიქტატორული რეჟიმებისთვის გამაფრთხილებელი იყო

გლობალური უსაფრთხოება, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხე და სირიაში აშშ-ის ავიაიერიში აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და მის იაპონელ კოლეგას შორის​ საუბრის მთავარი თემები იყო.

ჯეიმს მეტისმა პენტაგონში იაპონიის თავდაცვის მინისტრი იცუნორი ონოდერა მიიღო. ონოდერამ განაცხადა, რომ სირიის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებული კოორდინირებული ავიაიერიში მთელი მსოფლიოს დიქტატორული რეჟიმებისა და პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული მთავრობისთვის, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა პენტაგონიდან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს მიმართა:

„ნება მომეცით, მივმართო ასადს, ვისი მისამართითაც წლებია ისმის გამაფრთხილებელი გზავნილები ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არაბული ლიგიდან, მაგრამ მე მინდა მივმართო მას შორეული აღმოსავლეთიდან – ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, გაცამტვერდეს მასობრივი განადგურების იარაღი. ასადმა ერთხელ მაინც უნდა მოუსმინოს საერთაშორისო თანამეგობრობას იმ მიზნით, რომ მიხვდეს, მის შემდგომ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება პასუხი“, – განაცხადა პენტაგონში ვიზიტისას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა.