იაპონიის სუპერთასის ფინალში ზედიზედ ცხრა 11-მეტრიანი გააფუჭეს (ვიდეო)
იაპონიის სუპერთასის ფინალში ზედიზედ ცხრა 11-მეტრიანი გააფუჭეს (ვიდეო)

იაპონიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში „ვისელ კობემ“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იოკოჰამა მარინოსი“ დაამარცხა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ვისელ კობემ” 3:2 მოიგო.

11-მეტრიანების სერია კურიოზული და უნიკალური გამოვიდა – ფეხბურთელებმა 2:2-ზე ზედიზედ ცხრა (!) პენალტი გააფუჭეს.

„ვისელ კობეს“ რიგებში თავისი მეორე იაპონური ტიტული მოიგო „ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ.

ამით 35 წლის ნახევარმცველმა კარიერაში 37-ე ტიტული დაისაკუთრა. „ბარსელონასთან” ერთად ნახევარმცველს 32 ტიტული აქვს, სამი – ესპანეთის ნაკრებთან და ორი – „ვისელ კობესთან” ერთად. იაპონიაში ინიესტას ასევე მოგებული აქვს იმპერატორის თასი.

ტიტულების რაოდენობით, ინიესტა გაუთანაბრდა მაქსველს. ამ დუეტზე წინ არის მხოლოდ ბრაზილიელი დანი ალვეში, რომელსაც 40 ტიტული აქვს და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის მსოფლიო ფეხბურთში.

დატოვე კომენტარი