იაპონიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა
იაპონიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა

საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

„ბიბისის“ ცნობით, ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდებათ, თუმცა საკრუიზო ლაინერზე ყოფნის დროს ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი მოუწიათ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი საკარანტინე პერიოდის განმავლობაში ბორტზე დარჩებიან.

საკრუიზო ლაინერი „დაიმონდ პრინცესი“ იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლის შემდეგ იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ვირუსი ბორტზე გავრცელდა. მას შემდეგ კორონავირუსი ბორტზე მყოფ 500-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინე პერიოდის გასვლამდე რამდენიმე სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.