იაპონიის სანაპიროსთან ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
იაპონიის სანაპიროსთან ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

იაპონიის სანაპიროსთან ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი და მგზავრი იმყოფებოდა.

ინციდენტი კუნძულ ოკინავას სამხრეთ-აღმსოაველთ ნაწილში მაშინ მოხდა, როდესაც ის წყნარ ოკეანეში მყოფ ამერიკულ ავიამზიდ „რონალდ რეიგანისკენ“ მიემართებოდა.

იაპონიაში განლაგებული მეშვიდე ფლოტში აცხადებენ, რომ სამაშველო ოპერაცია უკვე დაწყებულია. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, საჰარეო ხომალდი, რომელმაც კატასტროფა განიცადა ფილიპინების ზღვაში პატრულირებდა. ჯერ-ჯერობით მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.