იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოსა და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოსა და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმაურება.

„იაპონია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ კონფლიქტის მსხვერპლისა და მათი ახლობლების მიმართ და ადასტურებს მის მტკიცე პოზიციას, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, ამ რეგიონებში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.