იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც მისი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას 

12:51, 28.09.2021
ტოშიმიცუ მოტეგი

ტოშიმიცუ მოტეგი

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტოშიმიცუ მოტეგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ქმედებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც მისი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„დღეს დილით 06:20 საათზე, ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა ჭურვი, რომელიც შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა იყოს. ეს გაშვება განხორციელდა ქვეყნის ტერიტორიიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. გაშვების დეტალების ანალიზი ამჟამად მიმდინარეობს“, – აღნიშნა იაპონელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, გასულ კვირას იგი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რა დროსაც დამტკიცდა მათი ქვეყნების შემდგომი დიპლომატიური ურთიერთქმედების საკითხები ჩრდილოეთ კორეის სრული დენუკლეარიზაციის მიმართულებით.

მსგავსი