იაპონიის ქალაქ ოსაკაში შეიარაღებული პირი სამართალდამცველს თავს დაესხა
იაპონიის ქალაქ ოსაკაში შეიარაღებული პირი სამართალდამცველს თავს დაესხა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში შეიარაღებული პირი სამართალდამცველს თავს დაესხა. თავდამსხმელმა პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

ექიმების ინფორმაციით, 26 წლის სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებსა და სპორტულ წრეებზე სწავლის შეჩერების განკარგულება გასცა.

თავდამსხმელს, რომელიც სავარაუდოდ 30-წლამდე ასაკის მამაკაცია, პოლიცია ეძებს.