იაპონიაში ჩუმი ლოცვა აღევლინა, რომელიც აშშ-ს მიერ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა

12:11, 06.08.2025

იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური დაბომბვის 80 წლისთავს აღნიშნავენ. დილით იაპონიაში ჩუმი ლოცვა აღევლინა, რომელიც აშშ-ის მიერ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა.

ცერემონიას იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და ქალაქის მერი კაზუმი მაცუი დაესწრნენ.

მაცუიმ ისაუბრა გლობალური სამხედრო ძალების გაზრდის დაჩქარებული ტენდენციის იმ იდეის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი აუცილებელია ეროვნული თავდაცვისთვის. შიგერუ იშიბას თქმით, ეს არის იმ გაკვეთილების აშკარა უგულებელყოფა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას ისტორიის ტრაგედიებიდან უნდა ესწავლა.

მეორე მსოფლიო ომი იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდების შემდეგ. უშუალოდ აფეთქებების, რადიაციით გამოწვეული დაავადებებისა და დამწვრობის შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი