იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა, მაშველები 20 ადამიანს ეძებენ [ვიდეო]
იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერის შედეგად დაკარგულ 20 ადამიანს ეძებენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში მთიდან დაძრული ნაშალი მასა ჩანს, რომელიც ქალაქს დაატყდა თავს.
სტიქიამ რამდენიმე სახლი დაანგრია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იშოჰიდე სუგამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს კატასტროფაზე და მასშტაბურ საგანგებო სიტუაციაზე, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე ძლიერი ნალექით არის გამოწვეული.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, სახანძრო სამსახური და სამხედროები არიან ჩართული.
黄瀬川大橋、崩壊。
熱海で大規模土砂崩れ。
車も家も流される事態に。#豪雨 #拡散希望pic.twitter.com/HX5mKb34zj— 炎上動画・面白ネタ拡散バード🇯🇵 (@enjou_kakusan) July 3, 2021