იაპონიის პრემიერი – შოკირებული ვარ კიევის გარეუბანში მომხდარი სისასტიკით, რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევის ოლქში სამოქალაქო პირების მკვლელობას გმობს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
„ღრმად ვარ შოკირებული ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ საშინელი სისატიკე განხორციელდა. უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ეს სრულიად გაუსაძლისია და იაპონია უმკრაცრესად გმობს მას“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
იაპონიის პრემიერი აღნიშნავს, რომ რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებისთვის.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
I am deeply shocked at the fact that on the outskirts of Kyiv terrible atrocities have been perpetrated against civilians. The killing of innocent civilians violates international humanitarian law. It is absolutely intolerable and Japan condemns it in the strongest terms.
— 岸田文雄 (@kishida230) April 4, 2022