იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო იაპონიის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში პროტესტი გამოუცხადეს
იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო იაპონიის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში პროტესტი გამოუცხადეს. იაპონიის ელჩს პროტესტი გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მიერ კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემდეგ კრიტიკის გამო.
„რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენიტეტი და იურისდიქცია სამხრეთ კურილის კუნძულებზე ხელშეუხებელია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკირა მუტოს განუცხადეს, რომ ტოკიოს მცდელობები, დააყენოს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მიუღებელი და უკანონოა.
დიპლომატებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები იაპონიის სანქციების პოლიტიკისა და კიევის მხარდაჭერის გამო.
გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია იტურუპის კუნძულს. ამის შემდეგ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, ნიკოლაი ნოზდრევი დაიბარა და პროტესტი გამოუცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ ვიზიტს „მიუღებელი“ უწოდა და თქვა, რომ კუნძული, „პირველ რიგში, იაპონურია“.