იაპონიის პრემიერ-მინისტრი- ტრამპთან კონსენსუსის მიღწევას ვაპირებ
იაპონიის პრემიერ-მინისტრი- ტრამპთან კონსენსუსის მიღწევას ვაპირებ

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობას აპირებს. ამის შესახებ შინზო აბემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე განუცხადა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიისა და აშშ-ის პირველი პირები იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს განიხილავენ, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს. აბეს მიზანია ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და ტრამპის შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგში იაპონიის იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხი დადგეს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის აგენტებმა გასული საუკუნის 70-იანი და 80-იან წლებში გაიტაცეს. მათი უმრავლესობა მაშინ მოზარდი იყო.

გარდა ამისა, შინზო აბეს სურს, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრის დროს, აშშ-მა ფხენიანს არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების, არამედ მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტების გამოცდაც აუკრძალოს. ეს უკანასკნელი იაპონიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.