იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

13:28, 28.08.2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობიდან გადადგა. აბემ წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თუმცა, მისი მემკვიდრის არჩევამდე, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

შინზო აბეს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც პირველად პოსტი 2007 წელს დატოვა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, 2012 წელს კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

მსგავსი