იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგომას გეგმავს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგომას გეგმავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგლობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა „კიოდო“ წერს, სინძო აბე გადადგომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აპირებს. ის მრავალი წლის განმავლობაში წყლულოვანი კოლიტით არის დავადებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გაუარესდა.

აღნიშნული დაავადება სინძო აბეს გადადგომის მიზეზი 2007 წელსაც გახდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს სინძო აბე კვლავ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.

2020 წლის აგვისტოში აბე იაპონიის ისტორიაში მთარობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერი გახდა.

დატოვე კომენტარი