იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს

12:32, 06.08.2018

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ შინზო აბემ ხიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მათ უნდა განიხილონ ბირთვული განიარაღების 1970-80 წლებში გატაცებული პირებისა და იაპონია-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების საკითხები. თუმცა, ჯერჯერობით უმაღლეს დონეზე შეხვედრის თარიღი უცნობია.

იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილი, 12 ივნისს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული სამიტის შემდეგ გამოთქვა.

მსგავსი