იაპონიის პრემიერ-მინისტრი აპრილის პირველ ნახევარში აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება
იაპონიის პრემიერ-მინისტრი აპრილის პირველ ნახევარში აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა აპრილის პირველ ნახევარში აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

როგორც იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხებს განიხილავენ.

იაპონიის მთავრობის ცნობით, იოშიჰიდე სუგა პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება.

იოშიჰიდე სუგამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2020 წლის სექტემბერში დაიკავა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა სინძო აბემ გადადგომის შესახებ განაცხადა.