იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი განიხილეს.
იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის, სანაე ტაკაიჩის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ჩინეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე და ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართულ მოლაპარაკებებზე.
„მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაში პრეზიდენტ ტრამპის იაპონიაში ბოლო ვიზიტის შემდეგ მე მჯერა, რომ შევძელი, დამედასტურებინა იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ნებისმიერ დროს შემიძლია მასთან დაკავშირება. ჩვენი მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით, რადგან ეს დიპლომატიურ ურთიერთობებს უკავშირდება, მინდა, თავი შევიკავო დეტალების გამჟღავნებისგან“, – განაცხადა სანაე ტაკაიჩიმ.