იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა, – ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის მთავრობა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პირველი რაკეტა დილის 05:24 საათზე გაუშვეს, მეორე კი 05:57 საათზე, აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვონსონიდან. უცნობია, ესწრებოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაკეტის გაშვებას.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ კორეისა და იაპონიის მთავრობებმა. სამხრეთ კორეა მოუწოდებს ფხენიანს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები, რაც ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, რაკეტებს იაპონიის ტერიტორიული წყლების ეკონომიკურ ზონამდე არ მიუღწევია და ის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირ კონტაქტზე არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მთავრობებთან და მათ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.