იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 31 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 31 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

იაპონიის ხელისუფლება დედაქალაქ ტოკიოსა და კიდევ სამ ადგილზე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მაისის ბოლომდე გეგმავს, რათა ქვეყანამ ოლიმპიადის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე თავიდან აიცილოს კორონავირუსის ახალი შემთხვევები.

„კიოდო ნიუსის“ ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მანამდე შემოღებული „ხანმოკლე და მძლავრი“ საგანგებო მდგომარეობა ინფიცირების მეოთხე ტალღას შეაკავებდა, მაგრამ ტოკიოსა და ოსაკაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია.

ეკონომიკის მინისტრის, იასუტოში ნიშიმურას განცხადებით, 11 მაისიდან 31 მაისამდე დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციას მიმდინარე წლის 23 ივლისამდე, ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე.