იაპონიის მთავრობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა
იაპონიის მთავრობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა, რომელიც თერაპიულ, ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორთნ, მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად, იმყოფებოდა. მათ, იაპონიის ელჩის მოადგილესთან, გოსუკე ჰორიგუჩისთან ერთად, კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.

თეა გიორგაძემ ელჩის მოადგილეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კლინიკის პრიორიტეტულ მნიშვნელობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოს ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში.