იაპონიის მთავრობა თბილისს მეორად სახანძრო ტექნიკას გადასცემს და მოხეს სოფელში საბავშვო ბაღს ააშენებს
იაპონიის მთავრობა თბილისს მეორად სახანძრო ტექნიკას გადასცემს და მოხეს სოფელში საბავშვო ბაღს ააშენებს

იაპონიის მთავრობა თბილისს მეორად სახანძრო ტექნიკას გადასცემს და მოხეს სოფელში საბავშვო ბაღს ააშენებს.

პროექტზე საგრანტო ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის საელჩომ და ორმა ორგანიზაციამ – საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და World Vision– საქართველომ.

მეორადი სახანძრო ტექნიკა თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცემა, ხოლო მოხეს სოფელში აშენებული ბაღი 8 მიმდებარე სოფლის ბავშვებს მოემსახურება.

ორივე პროექტი „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც დახმარებას მცირემასშტაბიან პროექტებს უწევს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

„იაპონიის მთავრობა გდამოგვცემს ჩვენ მეორეად ავტომობილს. ეს არის ამწეკალათა და რაც მთავარია, იაპონიის მთავრობა დამატებით გამოყოფს 100 000 დოლარს, რომ მოხდეს ამ მანქანის სრული განახლება და საჭის გადატანა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამწეკალათებისა და კიბეების საჭიროებაა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიის მთავრობის გრანტს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.