იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩრდილო კორეის ლიდერთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩრდილო კორეის ლიდერთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს

იაპონიის მთავრობა პრემიერ-მინისტრი, სინძო აბესა და ჩრდილო კორეის ლიდერთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს.

იაპონიის მთავრობაში ამბობენ, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩრდილო კორეის დაზვერვის მიერ გატაცებული იაპონიის მოქალაქეების პრობლემის მოსაგვარებლად იგეგმება.

იაპონური გამოცემა Kyodo წერს, რომ სინგაპურის სამიტზე იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა თავად კიმ ჩენ ინმაც.

იაპონიის მთავრობა შეხვედრის ადგილად აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს განიხილავს, რომელიც სექტემბერში, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართება. ერთ-ერთ ვარიანტად ფენიანში სინძო აბეს ვიზიტიც განიხილება.