იაპონიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გაასაჯაროებს იმ პირების ვინაობას, ვინც კოვიდრეგულაციებს არღვევს
იაპონიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გაასაჯაროებს იმ პირების ვინაობას, ვინც კოვიდრეგულაციებს არღვევს

იაპონიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გაასაჯაროებს იმ პირების ვინაობას, ვინც კოვიდრეგულაციებს არღვევს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ხელისუფლებამ უკვე გამოაქვეყნა სამი მოქალაქის სახელი, რომლებმაც საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინის წესები დაარღვია.

იაპონია უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოგზაურებს მოუწოდებს, გაიარონ ორკვირიანი იზოლაცია, ამ დროს გამოიყენონ სმარტფონისთვის განკუთვნილი აპლიკაცია ადგილმდებარეობის დასადგენად და ასევე, აცნობონ ჯანდაცვის უწყებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

იაპონიაში ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების დღიური რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.