იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მუტირებული, ე.წ. ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მუტირებული, ე.წ. ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მუტირებული, ე.წ. ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა.

„ეტა“ ვარიანტი პირველად ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვარიანტი სხვა მუტირებულ ვარიანტებს მარტში დაამატა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ეტა ვარიანტი დღესდღეობით 70-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად ევროპასა და შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მუტირებული ხუთი ვარიანტია დასახელებული. სიაში არსებული „ლამბდა“ ვარიანტი ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, „მიუ“ ვარიანტი სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა, „კაპა“ ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა, ხოლო „იოტა“ ვარიანტი  ძირითადად სამხრეთ-ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ფიქსირდება.