იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო – ვირუსის პრევენციის ზომების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს

14:28, 15.04.2020

იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შესაძლოა, 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მთავრობამ ტოკიოსა და ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 146.

მსგავსი