იაპონიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში დიდთოვლობის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
იაპონიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში დიდთოვლობის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

იაპონიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში დიდთოვლობის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დიდთოვლობაა ნიიგატისა და გუნმას პრეფექტურებში, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა.

უამინდობის გამო, რამდენიმე დასახლება იზოლირებული აღმოჩნდა. 10 ათასამდე ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტეოროლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.