იაპონიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში იქნება
იაპონიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში იქნება

იაპონიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში იქნება, რომელსაც მანამდე, სხვადასხვა დროს, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ეს საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ოფიციალურად მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა 10 ნოემბერს დამტკიცდება.

ამ დროს გაიხსნება იაპონიის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ოფიციალურად გახდება კიშიდა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ უწყების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა.

დატოვე კომენტარი