იაპონიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში იქნება, რომელსაც მანამდე, სხვადასხვა დროს, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ეს საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ოფიციალურად მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა 10 ნოემბერს დამტკიცდება.
ამ დროს გაიხსნება იაპონიის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ოფიციალურად გახდება კიშიდა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ უწყების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა.