იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა სამი ადამიანი. სტიქიის ზონაში ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ასობით მოსახლემ მიიღო.

სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს. რეგიონში წყალმოვარდნა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად ცალკეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა.

წყალდიდობის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა. დროებით დაიხურა სარკინიგზო სადგურიც. წყალდიდობამ შეფერხება გამოიწვია ადგილობრივ აეროპორტშიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საავტომობილო გზების დაზიანების მიზეზით მგზავრებმა აეროპორტის დატოვება მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს.

სტიქია სწორედ იმ რეგიონშია, სადაც ორი კვირის წინ ტაიფუნმა მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.