იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 14 ადამიანი კი დაშავდა. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ვულკანი კუსაცუ გუშინ საღამოს გააქტიურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამოფრქვევის შემდეგ მთიდან უზარმაზარი ლოდები გადმოცვივდა. მათი ნაწილი ვულკანიდან ორ კილომეტრში დაეცა. ამ დროს ვულკანის სიახლოვეს იმყოფებოდნენ სამხედროები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. მათგან ერთ-ერთი დაიღუპა. ექვსის გადარჩენა მაშველებამ შეძლეს. ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოუწოდა მთავრობას, ვულკანთან მიახლოებისგან თავი შეიკავოს.