იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა
იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სპეციალისტებმა ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 17:36 საათზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საცუმაიოს კუნძულზე დააფიქსირეს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე ვულკანის მიმდებარე რეგიონში საფრთხის მეორე დონე გამოცხადდა. რაც კრტერიდან ორი კილომეტრის რდიუსში გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს.

ვულკანის კრატერთან უახლოესი დასახლებული პუნქტი კი სამ კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისად ევაკუაციის განკარგულება ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია.