იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი ქალაქ ოფუნატოს ტყეში გასულ ოთხშაბათს გაჩნდა. მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ათობით სახლი, ხოლო 1 200-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 2 100 ჰექტარია დამწვარი.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, ასევე მობილიზებული არიან სამხედროებიც.

მედია წერს, რომ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში 1946 წლის შემდეგ, წელს პირველად, ყველაზე მშრალი ზამთარია.