იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

16:29, 12.10.2019

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სტიქიურ უბედურებას ერთი ადამიანი შეეწირა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ოთხი პირი. უსაფრთხოების მიზნით ევაკუაციის რეკომენდაცია 11 მილიონამდე ადამიანს გაეცა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე 12 პრეფექტურაში გამოაცხადა.

როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები იუწყებიან, ტაიფუნი მთელი ძალით რეგიონს უახლოეს საათებში დაატყდება თავს. ის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება.

მსგავსი