იაპონიაში სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა
იაპონიაში სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა

იაპონიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

1972 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცხელი ზაფხულის განმავლობაში, სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვი 140-ს აჭარბებს. ჰოსპიტალიზებულია 5 890 ადამიანი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში ივნისიდან შეინიშნება. ზოგიერთ რეგიონში რეკორდულ ნიშნულს 41,1 გრადუსსაც მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი სიცხე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.