იაპონიაში შრომითი მიგრანტების მიღება გამარტივდა
იაპონიაში შრომითი მიგრანტების მიღება გამარტივდა

იაპონიაში შრომითი მიგრანტების მიღება გამარტივდა. ახალი სავიზო სისტემის შემოღების შემდეგ, 2019 წელს იაპონიაში სამუშაოდ ათასობით მიგრანტი შეძლებს ჩასვლას. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა კოალიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ახალი კანონი განსაკუთრებით იმ სფეროებს ეხება, სადაც სპეციალისტები ყველაზე მეტად არ ჰყოფნით. ესენია: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლა.

თავდაპირველად, უცხოელები ხუთწლიან სამუშაო ვიზას მიიღებენ, რომლის ვადის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება.

მანამდე, იაპონიაში დასაქმება უცხოელებისთვის ძალიან რთული იყო. შესაბამის ნებართვას მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს აძლევდნენ.

იაპონიის მთავრობამ შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია დემოგრაფიული პრობლემის გამო მოახდინა. სტატისტიკის მიხედვით, იაპონიაში შობადობის მაჩვენებელი იკლებს.