იაპონიაში სარკინიგზო კომპანიამ ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ მატარებელი დანიშნულების ადგილზე 20 წამით ადრე ჩავიდა
იაპონიაში სარკინიგზო კომპანიამ ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ მატარებელი დანიშნულების ადგილზე 20 წამით ადრე ჩავიდა

იაპონიაში სარკინიგზო კომპანიამ ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ მათი ერთ-ერთი მატარებელი დანიშნულების ადგილზე დაგეგმილზე 20 წამით ადრე ჩავიდა.

ცუკუბა ექსპრესის“ მენეჯმენტმა, რომლის მატარებელიც ტოკიოსა და ცუკუბას აკავშირებს, ოფიციალურ განცხადებაში ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სოციალურ მედიაში კომპანიის განცხადებას გაოცებით შეხვდნენ.

ცუკუბა ექსპრესში“ მომხდარს იმით ხსნიან, რომ მატარებელი სადგურიდან 20 წამით ადრე გავიდა, რაც, თავის მხრივ, მათი თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია. მათივე განცხადებით, მომხდარის გამო, პრეტენზია არც ერთ კლიენტს არ გამოუთქვამს.

იაპონიაში მატარებლის განრიგიდან აცდენა იშვიათობას წარმოადგენს.