იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება, ერთი თვით გახანგრძლივდეს
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება, ერთი თვით გახანგრძლივდეს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „კობიდ-19“-ის გავრცელების ტემპმა იმატა. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევაზე ჯარიმები არ არის დაწესებული.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 14 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 436 ფატალური. ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრია ტოკიო, სადაც ახალი კორონავირუსის 4 000 შემთხვევა ფიქსირდება.