იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამგვარად, გაფართოვდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ორი კვირის წინ გამოცხადდა და ტოკიოსა და კიდევ ექვსს პრეფექტურას მოიცავდა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 12-ით გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 9 879-ს შეადგენს. აქედან 712 საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინცესზე“ დაავადდა.

იაპონიაში „კოვიდ-19“-ით 161 ადამიანი დაიღუპა.