იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდე გამოცხადდა
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდე გამოცხადდა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 6 მაისამდე იქნება.

იაპონიის პრემიერმა საგანგებო მდგომარეობა ტოკიოსა და კიდევ ექვს რეგიონში გამოაცხდა, გადაწყვეტილება კი, მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს და სასურსათო მაღაზიებიც ღია იქნება. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ სახლები.

იაპონიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 618-ს მიაღწია. გარდაცვლილია 91 ადამიანი.