იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გახანგრძლივდა
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გახანგრძლივდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ საგანგებო მდგომარეობის მოქმედება 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

შინზო აბემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მთავრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსულტაციო ჯგუფმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება დასაშვებად მიიჩნია.

იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, იასუტოში ნიშიმურამ ქვეყნის პარლამენტში თქვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, მაგრამ კლების ტემპი საკმარისად სწრაფი არ არის.

იაპონიაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 91 მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში. იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 15 769-ს მიაღწია.