იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურები მარტივდება
იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურები მარტივდება

იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურები გამარტივდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიაში რეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს, ოთხი ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

მანამდე კი, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც ღვინის იმპორტიორი კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული კი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ღირებულებაზე აისახებოდა.