იაპონიაში მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს ნასამართლობა მოეხსნებათ
იაპონიაში მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს ნასამართლობა მოეხსნებათ

იაპონიის ხელისუფლება მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს ნასამართლობას მოუხსნის. საუბარია 550 ათასამდე პირზე.

ამასთან, ამნისტია პატიმრებისთვის სასჯელის ვადის შემცირებას ან მის გაუქმებას არ ითვალისწინებს. ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულისთვის დააჯარიმეს.

შეწყალება შეეხება ასევე ათასამდე პატიმარს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანგრძლივი ვადით სასჯელის მოხდა არ შეუძლიათ.

საყოველთაო ამნისტია საიმპერატორო ტახტზე ახალი მონარქის ასვლის აღსანიშნავად გამოცხადდა.