იაპონიაში მეწყერის საფრთხის გამო, 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
იაპონიაში მეწყერის საფრთხის გამო, 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

იაპონიაში ძლიერი წვიმის გამო, 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კაგოშიმაში შესაბამისი ზომები მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო მიიღეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ძლიერი წვიმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, რაც მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას ზრდის.

გასულ წელს, ამავე პერიოდში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 200 ადამიანი შეეწირა.