იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, რის გამოც იაპონიის მთავრობამ საგანგებო შეტყობინებები გაავრცელა კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმის, ფუკუოკის, საგის, ოიტისა და მიაძაკის პრეფექტურებისთვის.
ცნობისთვის, იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა, ის წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რკალში“ მდებარეობს და მსოფლიოში 6.0 ან უფრო ძლიერი მაგნიტუდის მიწისძვრების დაახლოებით 20% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.