იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა აღირიცხა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 214 ადამიანს დაუდასტურდა. ასევე გარდაიცვალა 44 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ იაპონიაში 2 796 შეადგინა.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 190 950 შემთხვევა.

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა ნოემბრის დასაწყისიდან შეინიშნება.
ბოლო დღე-ღამეში აღრიცხული შემთხვევებიდან 822 ტოკიოში აღირიცხა. ტოკიოს გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, ქალაქში შესაძლოა, დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ათასს მიაღწიოს. ქალაქში განგაშის უმაღლესი – მეოთხე დონე გამოცხადდა.