იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 900-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 900-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 900-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

900-მდე ახალი შემთხვევიდან 236 ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში გამოვლენილია დაინფიცირების 65 380 შემთხვევა, მათ შორის 1 239 ლეტალური აღმოჩნდა.

„სიენენი“ წერს, რომ იაპონიაში ამჟამად ფართომასშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც გასულ დღეს ათი ათასამდე ტესტი ჩატარდა.