იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ 19“-ის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით იაპონიაში კორონავირუსის სულ 15 943 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი კი 534-ს შეადგენს.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ტოკიო რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ხუთით გაიზარდა. სულ იაპონიის დედაქალაქში კორონავირუსს 150 ადამიანი ემსხვერპლა.