იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

11:59, 30.10.2020

იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ექსპერტების განცხადებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ტოკიოშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 100 516 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 1 761 ადამიანი.

მსგავსი