იაპონიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 1 660 შემთხვევა დაფიქსირდა

10:40, 13.11.2020

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ-19“ 1 660 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 393 შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.

როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა აცხადებს, ქვეყანაში მკაცრი კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 114 512 შემთხვევა, მათ შორის 1 882 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი