იაპონიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში კორონავირუსი კიდევ ორ მამაკაცს დაუდგინდა. „სიენენის“ ინფორმაციით, ორივე მათგანს თავდაპირველად ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა დამატებითი კვლევების შედეგად 40 და 50 წლის მამაკაცებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

მედიის ინფორმაციით, არცერთ დაინფიცირებულს კავშირი არ ჰქონია იაპონიის პორტში, საკრუიზო გემთან, სადაც მოქალაქეები კარანტინში იმყოფებიან. ამ დროის მონაცემებით, ხომალდზე კორონავირუსით 135 ადამიანია დაინფიცირებული.

იაპონიაში კორონავირუსით 163 ადამიანია დაინფიცირებული.